|
2018-03-23 21:13:18, 2092 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: დღეს მიღებული კონსტიტუციით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, იზრუნოს თავისუფალი და ღია ეკონომიკის განვითარებაზე
საქართველოს პარლამენტის მიერ ქვეყნის განვითარების ინტერესზე დაფუძნებული კონსტიტუციის მიღება, უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას, დემოკრატიულ პროცესს, რადგან მასში მკაფიოდ გამოკვეთილია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი," - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მინისტრი საქართველოს პარლამენტის მიერ დღეს ქვეყნის კონსტიტუციის საბოლოო რედაქციით მიღება შეაფასა. როგორც ფინანსთა მინისტრი აღნიშნავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციით განმტკიცებული განაცხადი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, რითაც სახელმწიფო ყველაზე მაღალი სტანდარტით იღებს ვალდებულებას, იზრუნოს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე. „ამავდროულად, ჩვენ კონსტიტუციურ დონეზე ვაფიქსირებთ, რომ დაუშვებელია კერძო საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება. ქვეყნის კონსტიტუციით აღიარებული ეს პრინციპები თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უქმნის კონსტიტუციურ გარანტიებს, ისარგებლონ და ჩაერთონ კონკურენტულ, თავისუფალ ეკონომიკურ ურთიერთობებში," - განაცხადა ბახტაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)