|
2018-03-21 13:05:41, 679 ნახვა
რეგიონი
ქობულეთში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია ტურისტულ სეზონამდე დასრულდება
აჭარის მთავრობის თვმჯდომარემ ქობულეთში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა. ზურაბ პატარაძე მიმდინარე სამუშაოებს ქობულეთს მერთან მირიან ქათამაძესთან ერთად გაეცნო. აჭარის მთავრობის პრესსამსხურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რუსთაველის ქუჩის 7 კმ-იან მონაკვეთზე 5 სმ-იანი სისქის ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტის განსახორციელებლად 1 500 000 ლარია გამოყოფილი. რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო მიწისქვიშა კომუნიკაციები, სანიაღვრე არხები, ტროტუარები მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით. „ქობულეთის სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარეობს გზის მოპირკეთება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი არის რუსთაველის ქუჩა, 7 კილომეტრის სიგრძეზე იგება ახალი ასფალტის საფარი. ეს არის საკმაოდ მასშტაბური პროექტი და ძალიან გვახარებს, რომ კომპანია დროზე ადრე დაასრულებს სამუშაოებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტურისტულ სეზონს შევხვდებით მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის განცხადებით, იმისთვის, რომ მოწესრიგებული იყოს ინფრასტრუქტურა აქტიურ ტურისტულ სეზონამდე, სამუშაოები თითქმის 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. „ეს პროექტი ითვალისწინებს მთლიანად რუსთაველის ქუჩის კეთილმოწყობას, ეს არის მეორე ეტაპი, რომლითაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება. ამავდროულად, ქალაქში აქტიურ ფაზაშია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, მიმდინარეობს კარიერის, ემტეესის და გელაურის უბნების კეთილმოწყობა. ეს ის უბნებია, რომელიც განთავსებულია ქალაქის პერიფერიებში და ამით ჩვენ ვაცხადებთ, რომ პრიორიტეტს წარმოადგენს არა მხოლოდ ქალაქის ცენტრალური უბნები, არამედ ქალაქის პერიფერია. იმისათვის, რომ წარმატებით განვითარდეს ქალაქის ზრდის და ურბანიზაციის პროცესი, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვას და წარმატებით განხორციელებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ აქტიურად განვახორციელებთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კონტროლს“, - აცხადებს მირიან ქათამაძე.
(NS)
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)