|
2018-03-20 13:22:01, 818 ნახვა
რეგიონი
ქობულეთის მუნიციპალიტეტს ახალი აგრომომსახურების ცენტრი და სათბურები ექნება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ავთანდილ მესხიძესთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო აგრომომსახურების ცენტრის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2017-2018 წლის ქვეპროგრამის ,,ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა''-ფარგლებში, ცენტრი აღიჭურვა სამაცივრე დანადგარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამხარისხებელ-შემფუთავი ტექნოლოგიური ხაზით, შესაბამისი სატრანსპორტო და წარმოების სხვა საშუალებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ პროდუქციის ტრანსპორტირებას, დახარისხებას, შენახვასა და სარეალიზაციო ქსელში მოხვედრას, რაც ფერმერებს დაეხმარება ჭარბად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაში. შედეგად, ფერმერის შემოსავალი პირდაპირ იქნება მიბმული პროდუქციის საბოლოო სარეალიზაციო ფასთან. აღნიშნული ქვეპროგრამის ბიუჯეტი 2 644 540 ლარია. აგრომომსახურების ცენტრების მშენებლობა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. მთავრობის თავმჯდომარე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ასევე გაეცნენ სათბურების მშენებლობის მიმდინარეობას ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის ქვეპროგრამის ,,სასათბურე მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა'' მიზანია თანამედროვე ეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით სასათბურე სექტორის განვითარება და რეგიონის დაბლობი ზონისათვის ახალი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და ფუნქციის მინიჭება, მოსახლეობის შემოსავლების ზრდა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, რაც ხელს შეუწყობს მსხვილ სათბურებში ბოსტნეული კულტურების წარმოების განვითარებას. ქვეპროგრამის ფარგლებში, 2018 წელს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2.5 ჰა-ზე მოეწყობა 50 ერთეული 500 მ2 ფართობის სათბური, რომელიც აღჭურვილი იქნება წვეთოვანი სარწყავი და სავენტილაციო სისტემით. ასევე, აგროპარკი უზრუნველყოფილი იქნება 2 ერთეული 150 ტონიანი სარწყავი წყლის რეზერვუარით, ელექტრო ენერგიით, მისასვლელი გზებით და სანიაღრვე არხებით, რომლებიც სარგებლობაში ფერმერებსა და აგრომეწარმეებს გადაეცემა. მათ ასევე გაეწევათ ტექნიკური მხარდაჭერა სასათბურე კულტურების წარმოების აგროტექნიკურ ღონისძიებსა და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით. აღნიშნული ქვეპროგრამის ბიუჯეტი 2 მილიონ 454 ათას 867 ლარია.
(NS)
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)