|
2018-03-19 17:13:18, 1830 ნახვა
პოლიტიკა
საყდრისის საკითხზე მომავალ კვირას პარლამენტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოსმენა იგეგმება
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა საყდრისის აფეთქებისა და ეკოლოგიურ ზიანთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ნაადრევად მიიჩნევს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერ საკომიტეტო მოსმენა უნდა ჩატარდეს, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იქნება მოწვეული. მისივე განმარტებით, მინისტრის საკომიტეტო ფორმატში მოსმენა მომავალ კვირას იგეგმება: „ჩემი აზრით, ნაადრევია საუბარი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, როდესაც ჯერ საკომიტეტო ფორმატი არ გაგვივლია. აუცილებელია ჯერ ჩატარდეს კომიტეტის მოსმენა, რომელიც მომავალ კვირას იგეგმება, მოწვეული იქნება მინისტრი, ყველა კარგად დაინახავს, რამდენად მკაცრები ვიქნებით და მომთხოვნები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი კომიტეტისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის. მას შემდეგ, რაც პასუხები იქნება გაცემული და ვნახავთ, თუ რა სამოქმედო გეგმა აქვს სამინისტროს, შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც საგამოძიებო კომისიას ეხება. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია კომიტეტის მოსმენა ჩატარდეს ამასთან დაკავშირებით, სადაც მინისტრი იქნება მოწვეული, ყველას ექნება შესაძლებლობა, დასვას კითხვა და მიიღოს პასუხები უშუალოდ მხარეებისაგან. საგამოძიებო კომისია თუ საჭირო იქნება, მეც დავუჭერ მხარს, მაგრამ აუცილებელია ჯერ საკომიტეტო მოსმენა ჩატარდეს, არ შეიძლება საფეხურებს გადავახტეთ“,-აღნიშნა კახაბერ კუჭავამ.
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)