17:11 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-17 13:34:51, 1700 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი: გუდაურში დაშავებულები მომავალ წელს ჩვენთან დავპატიჟეთ და დაგვთანხმდნენ, რომ აუცილებლად გვესტუმრებიან

საავადმყოფოში მონახულებისას, ჩვენ დღეს დაზარალებულებს საქართველოში სტუმრობა შევთავაზეთ და ისინიც დაგვთანხმდნენ, რომ აუცილებლად ესტუმრებიან საქართველოს , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურში დაშავებულების მონახილებისას განაცხადა, რომლებიც მკურნალობას თბილისის ღუდუშაურის კლინიკაში გადიან.

მინისტრის თქმით, ისინი კარგ დროს გაატარებენ საქართველოში. 

„ერთი დაზარალებული დღეს დილით ადრე გაეწერა და გვთხოვა, დილიდანვე აგვეყვანა გუდაურში, რათა სასრიალოდ დღე არ დაეკარგა. შესაბამისად, ის უკვე გუდაურშია და სრიალებს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. 

მისი ინფორმაციით, მუშაობს მთელი გუდაურის კურორტი, ყველა დანარჩენი საბაგირო. 

"ადამიანები სრიალებენ და უნდა გააგრძელონ თავიანთი დასვენება", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics