01:39 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-17 12:25:10, 2302 ნახვა

სამართალი
ყაჩაღობასა და მუქარაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ყაჩაღობასა და მუქარაში ბრალდებულს 9 წლით  თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა და მუქარაში ბრალდებული შ.ვ. დამნაშავედ სცნო  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ყაჩაღობისთვის ნასამართლევი შ.ვ. საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში თ.ვ.- ს სასურსათო მაღაზიის წინ, დანით თავს დაესხა მაღაზიის გამყიდველს ე.ხ.-ს და მის შვილს - ა.ხ.-ს, რა დროსაც  სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით თანხის გადაცემა მოსთხოვა, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის გამო თანხის დაუფლება ვერ შეძლო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ  2017 წლის 1 აგვისტოს, დილის საათებში, საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში შ.ვ. პნევმატური თოფის გამოყენებით თ.ვ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც დაზარალებულს  მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

სამართალდამცველებმა შ.ვ. 2017 წლის 31 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი არაერთგზის) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ შ.ვ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics