|
2018-03-16 18:10:05, 2603 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთი ბანკი“ „გლობალური ფულის კვირეულს“ შეუერთდა
„ლიბერთი ბანკმა“ „გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში საქართველოს სამ ქალაქში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ოზურგეთში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში შეხვედრები გამართა. ბანკის რეგიონალური ფილიალების მმართველებმა მოსწავლეებს საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინეს, რომლის მიზანია მომავალ თაობებში ფინანსური განათლების ამაღლება. ,,ამ შეხვედრების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის შეგვექმნა ზოგადი წარმოდგენა ბანკზე, ფულზე და ფულის ხარჯვისა და დაგროვების თავისებურებებზე. ჩვენთვის სასიამოვნოა მოსწავლეების მხრიდან დაინტერესება საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ. ძალიან საინტერესოდ წარიმართა მათთან დიალოგი, რომელიც იმედს ვიტოვებთ მათ სამომავლოდ დაეხმარებათ საკუთარი ფინანსები გონივრულად მართონ“, - განაცხადა გურიის რეგიონალური ფილიალის მმართველმა, გიორგი აბსარიძემ. „გლობალური ფულის კვირეული" (Global Money Week) საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth Finance International-ის (CYFI) ინიციატივით ყოველწლიურად, მარტის თვეში მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების გავრცელება და საზოგადოებაში ფინანსური საკითხების გარშემო დიალოგის წახალისება. აღნიშნული კვირეული საქართველოს ეროვნული ბანკის კოორდინირებით ტარდება და წლევანდელი კვირეულის დევიზია „ფინანსური საკითხები მნიშვნელოვანია".
(R)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)