|
2018-03-16 14:03:56, 757 ნახვა
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფერმერებს ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტები ქ.დუშეთში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფერმერებს შეხვდნენ და ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდეს. ფუტკრისა და თევზის დაავდადებებზე დროული დიაგნოსტიკა შესაძლებლობა აძლევს ფერმერს, ანალიზის შედეგების საფუძველზე, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ჯანსაღი პროდუქტის საწარმოებლად. ჯაჭვური პრინციპით მოქმედება კი, ეფექტურ შედეგებს იძლევა, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ფერმერებისათვის. ლაბორატორიის ვეტერინარმა სპეციალისტმა, გაგა ოსიაშვილმა დაინტერესებულ პირებს დაწვრილებით მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა უნდა მოიმოქმედონ მათ, იმისათვის რომ სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეული ზარალი თავიდან აიცილონ. დუშეთის რეგიონული ლაბორატორიის უფროსმა, გია ჩქარეულმა კი, რეგიონული მასშტაბით დანერგილ სიახლეებზე ისაუბრა. სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ლაბორატორიაში დანერგილი ახალი მეთოდებისა და ტესტირების გაცნობა. ასევე, პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის, მცირე მეწარმეებისათვის, ადგილობრივი მიწათმოქმედებისათვის და მიზნობრივი ჯგუფისათვის. აღნიშნული შეხვედრების მიზანია სოფლის-მეურნეობაში ჩართული დაინტერესებული პირებისათვის ლაბორატორიული კომპონენტის ნაწილში ცოდნის გაღრმავება. ასევე, უშუალო ინტერაქცია კონკრეტულ მომხმარებლებთან. მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძველზე, ლაბორატორიის ჯგუფმა გამოსცა ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე საცნობარო ლიტერატურა, რომელიც რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს შეხვედრის დასრულების შემდეგ გადაეცათ. შეხვედრები ფერმერებთან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ხელშეწყობით ხორციელდება. (NS)
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)