|
2015-05-18 16:46:35, 348 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: მზად ვართ გავხდეთ სახელმწიფო, რომელიც ორივე ფეხზე მტკიცედ დგას
„მზად ვართ, გავხდეთ სახელმწიფო, რომელიც ორივე ფეხზე მტკიცედ დგას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბუდაპეშტში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყანამ შიდა ძვრები, სამოქალაქო ომი, სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი სიდუხჭირე და მეზობელი ქვეყნის მხრიდან შემოჭრა გადაიტანა, თუმცა, მისივე თქმით, ამის მიუხედავად, ქვეყანამ სახელმწიფოს და დემოკრატიის მშენებლობისკენ ნაბიჯები გადადგა. პარლამენტის თავმჯდომარემ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გატარებულ რეფორმებზე, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, საქართველოს ევროატლანტიკური კურსი მხოლოდ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე ორიენტირებული პროექტები არ არის და საქართველოს სურს იყოს უსაფრთხო, დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც იქნება ღია ბაზარი და დაცული იქნება კანონის უზენაესობა. „საქართველოს სვლა ნატო-სკენ შეუქცევადია. ჩვენი ვალდებულება ევრო-ატლანტიკური კოლექტიური უსაფრთხოების არქიტექტურაში უკვე ცხადია. თუნდაც, ავღანეთში, საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) მისიაში, ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის შეტანილი ყველაზე დიდი წვლილით. საქართველო,შეიძლება, არ იყოს ალიანსის სრული წევრი, მაგრამ იურიდიულად, პოლიტიკურად და ტაქტიკურად, ჩვენ უკვე ვართ კოლექტიური უსაფრთხოების ღირებული და მოსურნე კონტრიბუტორები“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)