21:30 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 16:41:51, 2592 ნახვა

მსოფლიო
ნეპალში ავიაკატასტროფას 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

ნეპალში, კატმანდუს აეროპორტის სიახლოვეს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე 71 ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც Reuters-ი იუწყება, წინასწარი მონაცემებით, ავიაკატასტროფის შედეგად 50-მდე ადამიანი დაიღუპა. პოლიციის ცნობით, ეს რიცხვი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.

თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენ ბილიკზე ვერ დაჯდა და აეროპორტის სიახლოვეს არსებულ ფეხბურთის მოედანზე ჩამოვარდა. ჩამოვარდნიდან მალევე თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.

თვითმფრინავიდან 17 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აეროპორტის ხელმძღვანელობაში ამბობენ, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი შესაძლოა, ტექნიკური გაუმართაობა გახდა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics