|
2018-03-09 17:29:10, 597 ნახვა
რეგიონი
ვახტანგ ყოლბაია რუსლან ვეკუას მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რუსლან ვეკუას შვიდშვილიან ოჯახს ესტუმრა. აფხაზეთიდან დევნილი რუსლან ვეკუა მცხეთის მუნიციპალიტეტში 7 შვილთან ერთად ცხოვრობს. რუსლანის მეუღლე რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და მას შემდეგ, მცირეწლოვან ბავშვებს მარტო ზრდის. მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას და ვეკუების ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საჩუქრები გადასცა. მრავალშვილიან ოჯახში ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია იმყოფებოდნენ. აქცია აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებითა და ორგანიზაცია „კამპუს ლაიონს კლუბ თბილისის“ მხარდაჭერით განხორციელდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)