|
2015-05-18 11:37:07, 438 ნახვა
პოლიტიკა
რიგის სამიტზე ქართულ დელეგაციას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს
აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე ქართულ დელეგაციას პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ქართულ დელეგაციაში ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი შედის. „ჩვენ ჯერჯერობით დეკლარაციის ტექსტი არ ვიცით და არც ის ვიცით კონკრეტულად რა ჩაიწერება, იქამდე ჯერ დროა. მაგრამ ვიმედოვნებთ, ის ფაზები , რომლებიც ამ ხელმოწერიდან დღემდე ჩვენ გავიარეთ დადებითად იქნება შეფასებული. რაღაც გვაქვს შეფასებული ხუთიანზე, რაღაც ოთხიანზე და ეს ოთხიანი როგორ უნდა გამოვასწოროთ, შეიძლება ამაზე იყოს მითითებები. მოლოდინი, რომ საქრათველოს მთავრობის ძალისხმევა დადებითად იქნება შეფასებული, ნამდვილად არის“, – აღნიშნა კერესელიძემ. აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტი 21–22 მაისს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)