|
2018-03-06 15:15:00, 748 ნახვა
რეგიონი
პატარაძე ბათუმის ესტაკადას მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ, რამაზ ბოლქვაძესთან ერთად ესტაკადას მიმდინარე მშენებლობას გაეცნო. ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესი პარალელურად ორი მიმართულებით ხორციელდება: ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზის მშენებლობა და უშუალოდ ესტაკადას საძირკვლის მოწყობა. პროექტის მიხედვით ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზა ჯამში 1 კილომეტრიანი მონაკვეთი იქნება. აღნიშნული გზის 500 მეტრის მოწყობა უკვე დასრულებულია, ხოლო მეორე ნაწილი კი მიმდინარე წლის მაისში დასრულდება. ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესში დაახლოებოთ 60 ადამიანია დასაქმებული, პროექტის მიმდინარეობის პროცესში ეს რაოდენობა 80 მდე გაიზრდება. ბათუმის ესტაკადის მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა კომპანია პირველი ეტაპის სამუშაოების დამთავრებას მიმდინარე წლის ივლისში გეგმავს. ბათუმის ესტაკადა ხელს შეუწყობს ქალაქის შემოსასვლელში მოძრაობის განტვირთვას და ტვირთბრუნვის პროცესის ეფექტურად განხორციელებას, რაც რეგიონის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას მოემსახურება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)