16:19 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-04 17:25:12, 718 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე პროექტებს ეცნობა

ჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, მაღალმთიან აჭარაში პროექტების მიმდინარეობის ადგილზე გაცნობას აგრძელებს. 

დღეს პატარიძე საქართველოს პარლამენტის წევრ თანანზორ ბოლქვაძესთან, ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან და ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მაღალმთიანი აჭარის ორი უმნიშვნელოვანესი კურორტის - "ბეშუმის" და"გოდერძის" განვითარების ფარგლებში არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ. 

რეგიონის ხელმძღვანელი პირები  იმყოფებოდნენ ალპური ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, სადაცდათბობისთანავე დაგეგმილია ახალი სამუშაოები.

ზურაბ პატარაძემ კურორტ ბეშუმის საგზაო ინფრასტრუქტურისა და ელექტრომომარაგების შესახებ ინფორმაცია ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელიპირებისაგან მოისმინა და ელექტროსისტემების გადამცემი ხაზის ბეშუმის ქვესადგურის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
 
დახურული ტიპის 110/35/10 კვ ქვესადგური ბეშუმი მნიშვნელოვანწილად აუმჯობესებს ადგილობრივი ელექტრომომარაგების
პირობებს, რაც ხელს უწყობს ხულოს მუნიციპალიტეტში საკურორტო
ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარებას.
 
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი დახურული ტიპის  ქვესადგური, რომელიც ამარაგებს კურორტ ბეშუმს და მის მიმდებარე სოფლებს. 

2013 წელს განხორციელდა  ბეშუმის ქვესადგურის დისტანციურმართვაზე გადასვლა  და მისი მართვა თბილისიდან, ეროვნული სადისპეტჩეროდან გახდა შესაძლებელი.
 
აღნიშნული კურორტების განვითარებას ელექტროსისტემების მოწესრიგებასთან ერთად მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც წელს, შესაბამისიკლიმატური პირობების დადგომისთანავე იგეგმება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics