|
2018-03-03 11:20:33, 675 ნახვა
რეგიონი
აჭარისა და აფხაზეთის მთავრობების სამუშაო შეხვედრა გაიმართა
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ესწრებოდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სტუმრებს აჭარაში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რის შემდეგაც რეგიონში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის აჭარის მთავრობის მხრიდან შემუშავებული პროგრამებისა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის სტატისტიკაზე ისაუბრა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ ყურადღება გაამახვილა დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით არსებულ დადებით ტენდენციებზე რეგიონში, ასევე ორი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს შორის მსგავსი სამუშაო შეხვედრების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა აჭარაში დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და ყოფითი პრობლემების ანალიზი წარადგინა. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიმართულებით წინგადადგმულ ნაბიჯებზე და მომავალ გეგმებზე ისაუბრა ასევე განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, მისი თქმით, უახლოეს მომავალში ბათუმში დამატებით 164 დევნილ ოჯახს გადაეცემა ბინები. შეხვედრას აჭარისა და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები დავით გაბაიძე და გია გვაზავა, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აჭარის მუნიციპალიტეტების მერები და ბათუმის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. ,,აფხაზეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ასევე ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ბატონი სოზარ სუბარი. შევაჯამეთ ის პროექტები, რომლებიც რეგიონში ხორციელდება. 2017 წელს დევნილებს 140-მდე საცხოვრებელი ფართი გადაეცათ, ასევე 200-მდე ოჯახს გაეწია ფინანსური დახმარება. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა", - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ზურაბ პატარაძემ. "პირველად მოხდა აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების სამუშაო შეხვედრა. საკითხი ეხებოდა დევნილებთან მიმართებაში არსებული სიტუაციების მიმოხილვას. უნდა აღინიშნოს, რომ აჭარაში, სხვა რეგიონებთან შედარებით ნაკლებადაა ისეთი პრობლემები, რომელთა მოგვარება შეუძლებელია. არის საკითხები, რომელთა გადაწყვეტა მხოლოდ აჭარაზე არაა დამოკიდებული, არამედ ცენტრალურ ხeლისუფლებაზე. მოვილაპარაკეთ, რომ შემდეგშიც ერთობლივად გავაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ.
(NS)
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)