16:19 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 16:47:38, 541 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა მიმდინარეობს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას მინისტრი ზაალ მიქელაძე ხელმძღვანელობს. შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები, ასევე ქ. ბათუმის, ქობულეთის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერები ესწრებიან.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე განიხილება სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული 12 ოჯახის დახმარების საკითხი.

„კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანძრის შედეგად დაზრალებული ორი და ადრე განვითარებული გეოლოგიური პროცესების გამო დაზარალებული ხუთი ოჯახის დახმარების საკითხი. ქ. ბათუმში მცხოვრები ადრე განვითარებული გეოლოგიური პროცესების გამო დაზარალებული ორი ოჯახის საკითხი, ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეწყერისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული თითო ოჯახის საკითხი, ასევე, ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანძრის შედეგად დაზარალებული ერთი ოჯახის დახმარების საკითხი.

მუნიციპალიტეტების მერიების მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის თანახმად დაზარალებული ოჯახებისათვის გასაწევი ფინანსური დახმრება 95 046 ლარს შედგენს. კომისიის მიერ დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი სახლების აღდგენა/გამაგრებისთვის თანხა აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფათ. 2017 წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ ფინანსური დახმარება 198 ოჯახს გაეწია, სულ 2 966 981 ლარის ოდენობით. მიმდინარე წელს კი თანხა გაიცა 8 ოჯახზე, 79 169 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics