23:35 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 15:19:06, 1680 ნახვა

კომენტარი
ჩხენკელი: ტრაგედიის გამომწვევი ფაქტების უსწრაფესად გამოძიებას და შესაბამის რეაგირებას ველით

განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი  შენობიდან მინის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს უსამძიმრებს.

ჩხენკელის თქმით, აქვს მოლოდინი, რომ  შესაბამისი ორგანოებისგან ტრაგედიის გამომწვევი ფაქტის უსწრაფესად გამოძიება და შესაბამისი რეაგირება მოხდება.

"საშინელი ტრაგედია მოხდა გუშინ. პირველ რიგში მინდა მთელი გულით მივუსამძიმრო გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს, ახლობლებს და მე ისევე, როგორც მთელი საზოგადოება, ველით შესაბამისი ორგანოებისგან ტრაგედიის გამომწვევი ფაქტების უსწრაფესად გამოძიებას და შესაბამის რეაგირებას. გამოძიება უკვე მომდინარეობს და ყველანი ველოდებით შედეგებს",-განაცხადა ჩხენკელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics