21:22 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 13:57:38, 2008 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის მოადგილემ ტრანსნაციონალური ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე რეგიონული კონფერენცია გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ ტრანსნაციონალური ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე რეგიონული კონფერენცია გახსნა.

ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ევროკავშირის მხარდაჭერა ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში" - ფარგლებში ტარდება.

შსს-ს ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროკავშირის წარმომადგენლობას მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული წარმატებული პროექტისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისათვის:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა, რადგანაც ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული და განსაკუთრებით, ნარკოდანაშაული, სცდება მხოლოდ ერთი სახელმწიფოს საზღვრებს და შეუძლია, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას", - აღნიშნა კახა საბანაძემ.

კონფერენციის მონაწილე სამართალდამცველები პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით გაიუმჯობესებენ იმ აუცილებელ უნარ-ჩვევებს, რომლებიც საჭიროა საერთაშორისო მიმართულებით მათი ეფექტიანი მუშაობისთვის და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.

ღონისძიებაში, ქართველ სამართალდამცველებთან ერთად, 11 ქვეყნის, მათ შორის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინის, რუმინეთის და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

აღნიშნული პროექტის მიზანია ნარკოტიკებთან დაკავშირებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესება, ჩართული რეგიონული ქვეყნების შესაძლებლობებისა და კოორდინაციის გაძლიერება, ე.წ. "ჰეროინი-მარშრუტის" პროექტის მიგნებების საფუძველზე.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics