02:35 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 18:21:29, 1573 ნახვა

კომენტარი
საგარეო: ლუქსემბურგის გადაწყვეტილება საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნის მსურველთა ნაკადის შემცირებას ხელს შეუწყობს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, ლუქსემბურგის გადაწყვეტილება უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში საქართველოს გადაყვანის შესახებ, არის კიდევ ერთი მაგალითი, დასტური და აღიარება იმ გატარებული რეფორმებისა, რომელსაც საქართველო ახორციელებს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით და კანონის უზენაესობის კუთხით.

„ლუქსემბურგი არის მე-7 ქვეყანა, ევროკავშირი/შენგენის  სივრცეში, რომელმაც საქართველო შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში. პირველ რიგში აღვნიშნავდი, რომ ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, დასტური და აღიარება იმ გატარებული რეფორმებისა, რომელსაც საქართველო ახორციელებს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, კანონის უზენაესობის კუთხით და ზოგადად იმ რეფორმების აღიარება, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა მსგავსი გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს, რომ პრევენცია მოახდინოს და შეამციროს თავშესაფრის მოთხოვნა ლუქსემბურგში. ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ მუშაობას სხვა პარტნიორ ქვეყნებთანაც , რომ მსგავსი გადაწყვეტილება სხვებმაც მიიღონ", -განმარტა მინისტრის მოადგილემ.

ლუქსემბურგი ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მეშვიდე სახელმწიფოა, ბელგიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, ბულგარეთის, ავსტრიისა დაისლანდიის შემდეგ, რომელმაც საქართველო აღიარა უსაფრთხო ქვეყნად.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics