20:01 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 11:24:17, 1891 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა 21 კგ-ზე მეტი ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის’’ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, ერთ - ერთი გადამზიდავი კომპანიის კუთვნილ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავებით შემოიტანა არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები, მობილური ტელეფონის აქსესუარები და ავტომანქანის სათადარიგო ნაწილები.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია  ჯამში 21 კგ-ზე მეტი ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება  191 381 ლარს შეადგენს.  ასევე ამოღებულია ჯამში 10 144 ლარის ღირებულების ტელეფონის აქსესუარები და ავტომანქანის სათადარიგო ნაწილები“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics