20:01 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 19:26:27, 1790 ნახვა

სამართალი
4 ტონა სილიკო-მანგანუმის ტექნოგენური ნარჩენის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 4 ტონა სილიკო-მანგანუმის ტექნოგენური ნარჩენის (წიდა) უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, კვალითის დასახლებაში მოქალაქეს 4 ტონა სილიკო-მანგანუმის ტექნოგენური ნარჩენი  -  წიდა  სათანადო ლიცენზიის გარეშე ჰქონდა მოპოვებული. დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე 58 ტომარა - 4 ტონა ტექნოგენური ნარჩენი დაილუქა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სილიკო-მანგანუმის ტექნოგენური ნარჩენის უკანონო მოპოვების 101 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 79 ფაქტი ქალაქ ზესტაფონში დაფიქსირდა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics