18:43 - 18 Jun, 2026
|
2018-02-19 18:51:21, 2238 ნახვა
სამართალი
7 წლის გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულს სიკვდილით დასჯიან
7 წლის ზაინაბ ანსარის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულ პაკისტანელ კაცს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. CNN-ის ცნობით, სასამართლო პროცესი 4 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. დნმ-ის ანალიზის პასუხის შემდეგ, 24 წლის იმრან ალი სასამართლომ დამნაშავედ სცნო. შეგახსენებთ, ზაინაბ ანსარის გვამი პოლიციამ კასურში, მის სახლთან ახლოს არსებულ ნაგავსაყრელზე აღმოაჩინა. მომხდარის გამო პაკისტანში საპროტესტო აქციებიც გაიმართა. აქციის დროს ორი მომიტინგე პოლიციასთან შეტაკებას ემსხვერპლა. პოლიციამ იმრან ალი 23 იანვარს დააკავა. პოლიციის განცხადებით, ზაინაბის მკვლელი სხვა ადგილობრივი გოგოების გაუპატიურებასა და მკვლელობაშიც იყო ბრალდებული.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)