02:42 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-18 16:36:49, 2837 ნახვა

მსოფლიო
რომის პაპის განკარგულებით, პედოფილიასთან ბრძოლის კომისიამ ვატიკანში მუშაობა გაანახლა

რომის პაპის განკარგულებით, ვატიკანის კომისიამ, რომელიც სასულიერო პირების მხრიდან ბავშვებზე შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტებს იძიებს, მუშაობა განაახლა. 

პაპმა კომისიის შემადგენლობაც განაახლა და 9 ახალი წევრი დანიშნა. მთლიანობაში კომისია 8 ქალი და 8 კაცი წევრისაგან შედგება. 

გადაწყვეტილება, პაპმა ფრანცისკემ ახალი სკანდალის ფონზე მიიღო, რომელიც ერთ-ერთი ეპისკოპოსის გარშემო აგორდა. 

როგორც გაირკვა, წარმოშობით ჩილელმა ეპისკოპოსმა ხუან ბაროსამ ბავშვებზე ძალადობის ფაქტების შესახებ ბევრი რამ იცოდა, თუმცა არაფერი მოიმოქმედა. 

ჩილეში ვიზიტისას პაპმა განაცხადა, რომ ვატიკანს ამ საქმეზე მტკიცებულებები არ აქვს.  პაპმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია ბაროსას უდანაშაულობაში, და ამ წაყენებულ ბრალდებებს ცილისწამება უწოდა. 

ამის გამო, რომის პაპი, განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტიც გახდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics