05:08 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-17 17:36:29, 2569 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი სუამ-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21 ივნისს სუამ-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა - მოლდოვა უმასპინძლებს, - სუამ-ის წევრი ქვეყნების  პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე, კიშინიოვში, ქართველი კოლეგა მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პაველ ფილიპმა დღეს პირადად მიიწვია.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სახელით დაადასტურა მოლდოვას თავმჯდომარეობის პერიოდში აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა, რათა ხელი შეეწყოს სუამ-ის ფარგლებში პროექტების განვითარებას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე, ევროპული ინტეგრაციის პროცესზე და რეფორმებზე, რომელსაც ორი ქვეყანა ახორციელებს. ხაზი გაესვა საქართველოსა და მოლდოვას საერთო, დასავლურ საგარეო-პოლიტიკურ მისწრაფებებს და როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ  თანამშრომლობას.

საუბრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და მოლდოვას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივაზე. ამ კონტექსტში, აღინიშნა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის საქმიანობის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა.

პრემიერ-მინისტრების შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics