18:43 - 18 Jun, 2026
|
2018-02-17 17:14:05, 2438 ნახვა
სამართალი
შსს-მ გომბორის უღელტეხილზე ბენზინმზიდის აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გომბორის უღელტეხილზე ბენზინმზიდის აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით). ცნობისთვის, გომბორის უღელტეხილზე ბენზინმზიდი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. აღნიშნულის გამო სატვირთოს ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარება და სახანძრო სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)