18:44 - 18 Jun, 2026
|
2018-02-16 22:31:01, 2246 ნახვა
სამართალი
შსს-მ რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოავარიასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება გამოიწვია). შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე ერთმანეთს ათამდე ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ავტოავარიის გამო გამზირზე მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარება და სახანძრო სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)