10:30 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 12:30:03, 1659 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე: ახალი საგადასახადო ინიციატივა აყალიბებს უპრეცედენტო შეღავათიან რეჟიმს მცირე მეწარმეებისთვის

"ახალი საგადასახადო ინიციატივა აყალიბებს უპრეცედენტო შეღავათიან რეჟიმს მცირე მეწარმეებისთვის", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ,ახალი საგადასახადო ინიციატივასთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 
მისისტრის განცხადებით, აღნიშნული რეფორმა საქართველოს მთავრობამ, კერძოდ ფინანსთა სამინისტრომ ახალი რეფორმების ტალღის ფარგლებში შეიმუშავა.
 
„აღნიშნული ინციატივა წარმოადგენს მსოფლიო პრაქტიკაში უნიკალურ მოვლენას  და ის სრულად მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ.  ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი შეეხება მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100 პროცენტს, სულ 120,000 ათას ფიზიკურ პირს და მათ უკან მდგომ ადამიანებს," - განაცხადა ბახტაძემ. 
 
როგორც მან აღნიშნა, მთავრობის პრიორიტეტია, ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, რათა მივაღწიოთ საქართველოში ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოვიცვათ მოსახლეობის ყველა ფენა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics