09:30 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-13 13:44:49, 1705 ნახვა

კომენტარი
იან კელი სააკაშვილზე: მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე მოვლენები მკაცრი დაკვირვების ქვეშ იყოს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას და უკრაინიდიან გაძევებას გამოეხმაურა.

როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, აუცილებელია, ყოფილი პრეზიდენტის და ზოგადად ყველა მოქალაქის უფლება დაცული იყოს.

"ყურადღებით ვადევნებთ თვალს მომხდარს. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე მოვლენები მკაცრი დაკვირვების ქვეშ იყოს და პროცესი სამართლიანად წარიმართოს, ეს ეხება ყველა მოქალაქეს, არამხოლოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენი პრიორიტეტია საქართველო გახდეს ძლიერი, მტკიცე და სტაბილური სახელმწიფო. ვფიქრობ, რომ საქართველომ ყურადღება სწორედ ამ მიზანზე უნდა გაამახვილოს - და უზრუნველყოს სტაბილური და წარმატებული მომავალი თავისი ხალხისთვის. თუმცა, საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მან თავად უნდა მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები", - განაცხადა იან კელიმ.

შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს კიევის ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმელებმა დააკავეს. ამის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთში გააძევეს და განაცხადეს, რომ მას უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის საფუძველი არ ჰქონდა. თავად სააკაშვილი გაძევებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ვლადიმერ პუტინის, პეტრო პოროშენკოს და ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებაა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics