16:18 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-09 11:59:02, 1928 ნახვა

სამართალი
მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოში 51-ე სკოლის სასწავლო ნაწილი იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის 2 მოწმის დაკითხვაა დაგეგმილი. ერთ-ერთი მათგანი თბილისის 51-ე საჯარო სკოლის  სასწავლო ნაწილია. მისი დაკითხვა უკვე დაიწყო.

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე კვლავ საქმეზე არასწორი მიმართულებით ჩატარებულ გამოძიებაზე საუბრობს.

შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს ორი მოზარდი მოკლეს.

ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი - ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა.

მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics