03:23 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 16:31:23, 1959 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო ვიზიტით საბერძნეთს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკას დღეს ეწვევა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დახვედრის ოფიციალური ცერემონია საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტისა და პროკოპის პავლოპულოსის პირისპირ საუბარი შედგება.

პრეზიდენტები ასევე გამართავენ შეხვედრას სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად - გაფართოებული შემადგენლობით.

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში, საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ალექსის ციპრასს, საბერძნეთის პარლამენტის სპიკერს ნიკოს ვუცისის, ოპოზიციის ლიდერს კირიაკოს მიცორაკისს შეხვდება, ასევე გაიმართება შეხვედრა ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან, ევროპული სამართლის ორგანიზაციის დირექტორთან, სპირიდონ ფლორაიტისთან.

საქართველოს პრეზიდენტი ათენის უნივერსიტეტში საჯარო ლექციასაც წაიკითხავს და ათენში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.

საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი.

პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი საბერძნეთში 9 თებერვალს დასრულდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics