2018-02-07 12:40:40, 1914 ნახვა
სამართალი
შსს დოდო გუგეშაშვილზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო მხედრიონის ყოფილ წევრ დოდო გუგეშაშვილზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„დღეს მიღებული შეტყობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცოხვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა.
გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, მუშაბენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები.
„გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ავტორი: ,