03:23 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-05 15:44:00, 2010 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ევროკავშირის მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, ურყევია

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი კვლავ ურყევია.

კვირიკაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ,  საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინთან ერთად  გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველო-ევროკავშირს შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება:

„ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდა, უვიზო მიმოსვლამ  კიდევ უფრო დაგვაახლოვა. საქართველო ეტაპობრივად ახორციელებს ევროკავშირის ბაზართან ინტეგრაციას, ევროკავშირი ჩვენთვის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას ვგეგმავთ. ვთანამშრომლობთ განათლების სფეროში, მადლიერები  ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ვიღებთ. 450 მილიონი ევრო 2017-2020 წლის რეფორმის ფარგლებში, ჩვენ  ველით კიდევ უფრო ღრმა ჩართულობას, რომელიც ევროკავშირთან კიდევ უფრო დაგვაახლოვებს. ურყევია ევროკავშირის მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, არაღიარების პოლიტიკა უცვლელია“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics