13:40 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-05 14:15:47, 2114 ნახვა

სამართალი
ნათია მეზვრიშვილი: ჩადება არის ჩვენი პროფესიონალიზმის და ინტელექტის შეურაცხყოფა

„ამ მესიჯით ჩვენ ვამბობთ იმას, რომ არ ვაპირებთ ჩადებას“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა უწყების მიერ კამპანია #არაჩადებას შეერთების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ამბობს - არა ჩადებას და პირველ რიგში ამ მესიჯით ჩვენ ვამბობთ იმას, რომ არ ვაპირებთ ჩადებას და მეორე, რომ ჩადება არის ჩვენი პროფესიონალიზმის, ინტელექტის და კეთილსინდისიერების შეურაცხყოფა. ეს არ არის ის მეთოდები, რომლის გამოყენებასაც სამინისტრო აპირებს. ჩვენ ეს პოზიცია ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ.  ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური რეფორმების გეგმა, რომელიც  არაერთხელ დაანონსა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. სწორედ  ამ მიმართულებით ვაპირებთ ძალიან ბევრი ნაბიჯის გადადგმას მხოლოდ და მხოლოდ წინ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, შსს აქციას #არაჩადებას! შეუერთდა. უწყებამ პოზიცია Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დააფიქსირა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics