13:42 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-05 12:08:27, 1938 ნახვა

სამართალი
თურქეთში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

თურქეთის ქალაქ იზმირში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ Miliyet იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 32 წლის ი.ნ.-მ და 43 წლის პ.ქ.-მ ქალაქ სამსუნში 4 სახლი გაძარცვეს. მათ 15 ათასი თურქული ლირა, ოქროულობა, ორი კომპიუტერი და დიდი რაოდენობით მაჯის საათები წაიღეს.

მედიის ცნობით, მოქალაქეების იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების საშუალებით მოხდა. სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები მათი საცხოვრებელი სახლიდან ამოიღო. ისინი სასტუმროში დააკავეს. ადგილობრივმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, დაკავების ფაქტი 3 იანვარს მოხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics