12:50 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-03 16:32:06, 1922 ნახვა

კომენტარი
აბესაძე: მნიშვნელოვანია, წლების წინ დაფიქსირებულ დარღვევებზე თავდაცვის მინისტრის მოსაზრებები მოვისმინოთ

„მნიშვნელოვანია, რომ წლების წინ დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით თავდაცვის დღევანდელი მინისტრის მოსაზრებები მოვისმინოთ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა და უწყების სხვა პასუხისმგებელმა პირებმა ნდობის ჯგუფის წევრებს აღნიშნული სამინისტროების 2015-16 წლების ფინანსური საქმიანობა გააცნო.

„თავდაცვის სფეროში „ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები ხშირ შემთხვევაში არის მცდარი და თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების გაცილებით უფრო ეფექტურად გამოყენება თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის არის აბსოლუტურად შესაძლებელი. ამიტომ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ წლების წინ დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით მოვისმინოთ თავდაცვის დღევანდელი მინისტრის მოსაზრებები, თუ რამდენად ეთანხმება ის იმ დარღვევებსა და ნაკლოვანებებს, რომელზეც აუდიტის სამსახური საუბრობს, რამდენად გამოსწორებულია ეს უწყებაში და რა ნაბიჯები გადაიდგმება მომავალში იმისთვის, რომ ისედაც მწირი თანხები, უფრო მეტად მიზანმიმართულად იქნას გამოყენებულ“, - განაცხადა აბესაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პენიტენციურის უფროსი: პროცესი, რაც მიმდინარეობს, უკვე აბსურდის თეატრს ემსგავსება
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics