|
2018-02-03 11:30:47, 906 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ირანის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში სეიეს ჯავად ყავამ შაჰიდთან გაცნობით ხასიათის შეხვედრა გამართა. ზურაბ პატარაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა წლების მანძილზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, ელჩმა მთავრობის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის. აჭარის მთავრობისშეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე, სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ გასულ წელს არაერთი მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტი შედგა, მათ შორის, 2017 წლის ნოემბერში, როცა ირანის მაღალი დონის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო „აბრეშუმის გზის" ფორუმში. ირანის ელჩის განცხადებით, ირანული მხარე დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებით. თავის მხრივ, ზურაბ პატარაძემ მზადყოფნა გამოხატა ურთიერთსასარგებლო პროექტების მხარდაჭერაში. ,,საქართველოში არის უსაფრთხო გარემო და ნაკლები ბიუროკრატია, რაც ხელს უწყობს ბიზნესს წარმატებულ განვითარებაში"- აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. საქართველოსა და ირანს შორის ტურიზმის, ეკონომიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. 2017 წლის მაჩვენებლებით, ირანი საქართველოს მე-5 უმსხვილესი პარტნიორია ტურიზმის სფეროში. აქტიურია ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა. ირანის ელჩის განცხადებით, სასურველია მეტად გააქტიურდეს საჰაერო მიმოსვლა ბათუმიდან ირანის სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით, რაშიც ჩართულები იქნებიან ირანული ავიაკომპანიები. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ: ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში ჰოსეი მაშჰადი, ელჩის მრჩეველი მოჰამედ ყობადი და გენერალური საკონსულოს თანამშრომელი ჰასანალი რაჰიმი. სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი საქართველოში ირანის ელჩის პოზიციას 2017 წლის მარტიდან იკავებს.
(NS)
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)