|
2018-02-02 15:22:30, 1777 ნახვა
სამართალი
მთავარ პროკურორთან შეხვედრა დასრულდა - მაჩალიკაშვილის მშობლებმა უწყება უკომენტაროდ დატოვეს
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისა და მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. როგორც ცნობილია, ოჯახის მთავარი მოთხოვნა გამოძიების სწრაფად და ობიექტურად ჩატარება, სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დასჯა და თემირლან მაჩალიკაშვილისთვის დაზარალებული სტატუსის მინიჭებაა. შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. როგორც სუს-ში განაცხადეს, მაჩალიკაშვილს ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა უნდოდა და მის მიმართ გასროლა სწორედ ამიტომ განხორციელდა. დაშავებული თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ჯანდაცვის სამინისტრო ევროპისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და საბოლოოდ მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა, 10 იანვარს იგი გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)