07:16 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 14:58:38, 2247 ნახვა

ეკონომიკა
ფხაკაძე: კარგია, რომ პრემიერი ბიზნესის წინაშე მდგარ გამოწვევებს ობიექტურად უყურებს

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი/ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას პოზიტიურად აფასებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერს მიაწოდეს ინფორმაცია ყველა იმ პრობლემურ საკითხზე, რომელიც კერძო სექტორს აწუხებს, ასევე ისაუბრეს იმ დადებით მხარეებზეც, რომელიც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში გამოიკვეთა.

სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრისგან არის მზაობა, აღნიშნული გამოწვევები გადაიჭრას.

„მიხარია, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მოიწონა პრეზენტაცია და სურვილი გამოთქვა, მომავალ წელსაც ასეთი პრეზენტაცია გავაკეთოთ. ეს იქნება ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს შორის კომუნიკაციის გააქტიურებას. საბოლოო ჯამში, ეს ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ვისაუბრეთ განხორციელებულ რეფორმებზე, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელმოწერაზე, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელმოწერის დასრულებაზე. წლის ბოლოს მოხდა საპენსიო რეფორმის ინიცირება, ჩაითვალა, რომ ეს მნიშვნელოვანი რეფორმა იქნება. ასევე იყო საუბარი ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე. კარგია, რომ არის მზაობა პრემიერის და ხელისუფლებისგან, რომ ამ გამოწვევებს უყურებენ ობიექტურად. ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა კარგი მომავალი შეიქმნას“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ და დასძინა, რომ პრობლემები ძირითადად ეროვნულ ვალუტას და საკანონმდებლო სისტემის უფრო მეტ სტაბილურობას უკავშირდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics