10:30 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 11:23:49, 1858 ნახვა

სამართალი
ტრაპზონში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

ტრაპზონში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე, რომეო ლ. და ედიშერ ჯ. დააკავეს, - ამის შესახებ TrabzonHaber იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებულებს ელექტრონული მოწყობილობებისა და სამკაულების ქურდობა ედებათ ბრალად. საქართველოს მოქალაქეები ქურდობის დროს ერთ-ერთ უბანში დამონტაჟებულმა, გარე სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, რის შემდეგ პოლიციელებმა მათი დაკავება შეძლეს.

მედიის ცნობით,  დაკავებულების ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს: 1 პრინტერი, 2 ტელევიზორი, 1 ლეპტოპი, 2 თმის საშრობი, 1 ელექტრო სასწორი, 3 წყვილი ფეხსაცმელი, 1 მობილური ტელეფონი, დიდი ოდენობით სამკაული და ჭურჭელი.

სასამართლომ საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ისინი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics