01:33 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 10:22:46, 1908 ნახვა

პოლიტიკა
ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ეწვია.

საგარეო უწყების ინფორმაციით, დღეს, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც  ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.

სხდომაზე კომისიის წევრები 2017 წლის საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის შესრულებას განიხილავენ.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვედრებს გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან როუზ გოტმიულერთან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics