16:08 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-30 15:49:42, 1716 ნახვა

კომენტარი
ჯავახაძე: ჩვენი მიზანია პრევენციულ პოლიტიკაზე გადასვლა და ამისთვის ვნერგავთ ე.წ. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტს

„ჩვენი მიზანია არა რეპრესიული პოლიტიკის გატარება, არამედ პრევენციულ პოლიტიკაზე გადასვლა და ამისთვის საქართველოში ვნერგავთ ე.წ. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უწყება ყოველთვიურ სტატისტიკას 2018 წლის მარტის თვის ჩათვლით გამოაქვეყნებს, რის შემდეგაც კვარტალური სტატისტიკის გამოქვეყნება დაიწყება.

"კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის საქმიანობაში არის ღია და გამჭვირვალე. ვთვლით, რომ მხოლოდ რეალური სურათის ობიექტური გააზრებით არის შესაძლებელი ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა. რაც შეეხება რეგისტრირებული დანაშაულის ზრდის ფონზე ჩვენს პოლიტიკას კრიმინალთან ბრძოლაში, ჩვენ ვირჩევთ სისტემური რეფორმირების გზას. რეფორმირების ეს პროცესი უკვე დაწყებულია და დღევანდელი დღეც ამის ნათელი დასტურია. ეს ეხება რეფორმირებას კრიმინალურ პოლიციაში, სასაზღვრო პოლიციასა და პატრულში, სადაც დაიწყო რეფორმირების ახალი ეტაპი. განსაკუთრებით აღსანიშნავია რეფორმა კრიმინალური პოლიციის მიმართულებით, რომლის მიზანია როგორც საგამოძიებო, ასევე, ოპერატიული საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება. აღნიშნულის პარალელურად, მომატებული კრიმინალის საპასუხოდ, ჩვენი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, კანონის ფარგლებში ვიქნებით მკაცრები, პრინციპულები და ამ პროცესში მაქსიმალურად დავიცავთ ადამიანის უფლებებს", - განაცხადა ჯავახაძემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად, რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics