08:53 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-24 15:16:16, 2852 ნახვა

სამართალი
ოზურგეთში მანდატურმა სკოლის მოსწავლეს პნევმატური იარაღი აღმოუჩინა

ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეს მანდატურის თანამშრომლებმა პნევმატური იარაღი აღმოუჩინეს.

 „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სკოლის დირექტორი და დამრიგებელი მომხდარს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მოსწავლეს უცხო ნივთი მანდატურმა სკოლის გარეთ უპოვა.

„სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მე-10 კლასის მოსწავლეს სკოლის მანდატურმა უცხო ნივთი შენიშნა. ჩამოართვა, გამოიძახა მშობელი და მშობლის თანადასწრებით მოხდა შესაბამისი ქმედებები. უცხო ნივთი რა იყო, შესაბამისი სტრუქტურები ადგენენ“, - განაცხადა ოზურგეთის მეორე საჯარო დირექტორმა ფატი სიორიძემ.

ნივთი შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს გადაეცათ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics