16:19 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 13:56:37, 383 ნახვა

პოლიტიკა
საქართველომ ლიხტენშტეინთან, ისლანდიასთან და კვიპროსთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებები გააფორმა

საქართველომ ლიხტენშტეინთან, ისლანდიასთან და კვიპროსთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებები გააფორმა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულებები EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის და ბიზნესფორუმის ფარგლებში გაფორმდა.

საქართველომ ხელი მოაწერა შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ პარაფირებულ შეთანხმებებს.

დოკუმენტს ქართული მხრიდან ხელი მოაწერა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. ლიხტენშტეინის და კვიპროსის მხრიდან ასევე ფინანსთა მინისტრებმა, ისლანდიის მხრიდან კი, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

„ასეთი ტიპის შეთანხმებები ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია ქვეყანაში ინვესტიციების წახალისებისთვის, რადგან აღნიშნული დოკუმენტები ქმნიან ე.წ ჩარჩო პირობებს, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნების მიერ საქართველოში კერძო ინვესტიციების დაბანდებას“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაშია 49 ქვეყანასთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics