01:39 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 13:35:04, 1754 ნახვა

სამართალი
ტერორიზმთან კავშირში ბრალდებული ზურაბ იდოიძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით დაკავებული ზურაბ იდოიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

სასამართლომ იდოიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს.

როგორც ადვოკატმა დავით მოდებაძემ აღნიშნა, დაცვის მხარე იდოიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.

"დღეს იქნება სასამართლო აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე. რა თქმა უნდა ბრალდების მხარე მოითხოვს პატიმრობას, ხოლო დაცვის მხარე მოვითხოვთ აღკვეთი ღონისძიების გარეშე იდოიძის დატოვებას", - განაცხადა მოდებაძემ.

ცნობისთვის, ზურაბ იდოიძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსაურში ბრალდება გუშინ წაუყენეს. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics