14:08 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 10:37:27, 2126 ნახვა

მსოფლიო
El Universo: ჯულიან ასანჟმა ეკვადორის მოქალაქეობა მიიღო

WikiLeaks-ის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა ეკვადორის მოქალაქეობა მიიღო, - ამის შესახებ El Universo წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მანამდე ასანჟმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც მას ეკვადორის საფეხბურთო ნაკრების ფორმა აცვია.

ცნობისთვის, 2012 წლის ივნისიდან, ჯულიან ასანჟი, ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს, რათა ის არ დააპატიმრონ და შვედეთს არ გადასცენ. ასანჟის წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით გამოძიება 2010 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მა WikiLeaks-ის მასალებში საიდუმლო მონაცემების გასაჯაროებაზე გამოძიება დაიწყო.  

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics