00:15 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 14:32:46, 1757 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: დადებითი დასკვნის მიუხედავად, პრეზიდენტმა 565 პირს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, 2017 წლის განმავლობაში, სერვისების განვითარების სააგენტოს დადებითი დასკვნის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა 565 პირს უარი უთხრა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე.

მისივე თქმით,  565 პირიდან 89% საქართველოს ყოფილი მოქალაქე, საქართველოში დაბადებული ან მათი ოჯახის წევრი იყო.

 „ამგვარი პოლიტიკა, ვფიქრობ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სულისკვეთებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭებათ მათ, ვისთან მიმართებაშიც სახელმწიფო ინტერესი არსებობს. ჩვენ ვთლიდით და ახლაც ვთვლით, რომ საქართველოს ყოფილი მოქალაქისთვის, საქართველოში დაბადებული პირისთვის, საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესია, რადგან ეს ადამიანები ომიანობის, ეკონომიკური სიდუხჭირის ან სხვა გარდაუვალი სირთულის გამო დროებით დაშორდნენ სამშობლოს და სურთ დაბრუნება. მათ ჩვენ კარი უნდა გავუხსნათ. იმედი მაქვს, რომ კომისიის თავისთან გადატანით, საქართველოს პრეზიდენტი მის მიერ გასულ წელს წარმოებულ პოლიტიკას არ გააგრძლებს და მას პოზიტიური და სამართლიანი დინამიკით შეცვლის. “ - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics