00:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 11:47:17, 1719 ნახვა

სამართალი
შსს: პირველადი ინფორმაციით, ზვიად კუპრავას მეზობელთან ჰქონდა კონფლიქტი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 126-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, დღეს, გამთენიისას, ზვიად კუპრავამ  საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოიძახა. პირველადი ინფორმაციით, კუპრავას მეზობელთან ჰქონდა კონფლიქტი.

„ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კუპრავამ აცნობა, რომ მეზობელმა - გ.დ.-მ   მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე თქმით, აღნიშნულმა პირმა ავტომანქანა დაუზიანა. საპატრულო პოლიციის და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებს ზვიად კუპრავამ თავდაპირველად დახმარებაზე უარი განუცხადა. მან, ასევე, გამოიძახა სასწრაფო დახმარება. თავიდან პირველად დახმარებაზეც უარი თქვა, თუმცა შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გაჰყვა,

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში  გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) და 187-ე მუხლით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება)“, - განაცხადეს შსს-ს პრესსამსახურში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics