22:26 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-08 11:35:41, 2002 ნახვა

სამართალი
„ჩხოროწყუში, შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა“

ჩხოროწყუს რაიონში მომხდარ ტრაგედიაში ეჭვმიტანილ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, - ამის შესახებ მოკლული მამაკაცის ბიძამ რევაზ ახალაიამ განაცხადა.

როგორც ახალაიამ აღნიშნა, ოჯახი ეჭვმიტანილი მამაკაცის საავადმყოფოში გადაყვანასაც გეგმავდა.

"არ იყო ეს კაცი აზრზე და მეტყველებაზეც ეტყობოდა, რომ ვერ აზროვნებდა. ჩვენ უკვე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ პოლიციისთვის მიგვემართა და წაგვეყვანა საავადმყოფოში", - განაცხადა რევაზ ახალაიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩხოროწყუს რაიონში მამაკაცმა  შვილი ნაჯახით მოკლა, ცოლი კი დაჭრა. ქალბატონი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 37 წლის შვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მამაკაცი უკვე დაკავებულია. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics