22:27 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-06 15:38:43, 2866 ნახვა

სამართალი
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა: მოვითხოვ, ჩემს შვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ

პანკისის ხეობაში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი მოითხოვს, რომ მის შვილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს.

როგორც მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სპეცრაზმელებმა შეცდომა დაუშვეს. მანვე განმარტა, რომ მის შვილს ხელში ტელეფონი ეჭირა, ხოლო სპეცრაზმელს ეგონა, რომ ეს ხელყუმბარა იყო და გასროლა განახორციელა.

"გასროლის შემდეგ ჩემი უფროსი ქალიშვილი ზედა სართულზე იყო. კარები რომ შეამტვრიეს და სროლა მოახდინეს, ბავშვი ამას უყურებდა. მერე ოთახში ჩაკეტეს 10-20 წუთით. ამ დროს მან ოთახიდან გამოსული ხმა გაიგო - ერთ-ერთი სპეცრაზმელი მეორეს აგინებდა და იარაღის წართმევას ცდილობდა. ეს ადასტურებს იმას, რომ ჩემს შვილს ტელეფონი ეჭირა ხელში, სპეცრაზმელს კი, ეგონა ხელყუმბარა ეჭირა. სპეცრაზმელმა შეცდომა დაუშვა, შეეშინდა და გასროლა განახორციელა. ამაში ვარ დარწმუნებული. მოვითხოვ, ჩემს შვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ”, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics