02:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-04 19:32:09, 1950 ნახვა

კომენტარი
ილია მეორე: თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, მე ვერ ავიტანდი ამ სიმძიმეს

„თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, მე ვერ ავიტანდი ამ სიმძიმეს“, - ასე მიმართა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში მისი 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას.

„მე მინდა მადლობა მოგახსენოთ იმ თანადგომისათვის, რაც თქვენ გამოიჩინეთ ამ ორმოცი წლის მანძილზე. მე ვერ შევძლებდი ამ მძიმე ტვირთის ზიდვას თქვენი დახმარება რომ არ ყოფილიყო. კიდევ ერთხელ მადლობას გიძღვნით თქვენი სიყვარულისათვის. თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო მე ვერ ავიტანდი ამ სიმძიმეს. ღმერთმა დაგლოცოთ“, - განაცხადა პატრიარქმა.

ცნობისთვის, საპატრიარქოში დღეს პატრიარქის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სხვებთან ერთად ღონისძიებაზე პატრიარქს დაბადების დღე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ მიულოცეს.

დღესვე, საპატრიარქოში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული „ბიბლიის“ პრეზენტაცია შედგა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics